თბილისის „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალში გავიდა. გიორგი მიქაძის გუნდმა ნახევარფინალში „სამგურალი“ დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მეორე წუთზე თავური დარტყმით შოთა ნონიკაშვილმა გახსნა და ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს. 47-ე წუთზე ლუკა ხორხელმა გაათანაბრა, მაგრამ იმერლებმა მალევე, ორ წუთში გაუშვეს.
შეიკნე სილამ შეძლო გამარჯვების გოლის გატანა, რამაც თბილისური გუნდი ფინალში გაიყვანა.
ამრიგად, საქართველოს თასის ფინალში „საბურთალო“ და „დინამო ბათუმი“ შეხვდებიან. მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.
„საბურთალო“ – „სამგურალი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 შ. ნონიკაშვილი (2), 1:1 ლ. ხორხელი (47), 2:1 სილა (49)