ფეხბურთი

0:31 | 7.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა უახლოესი მატჩებისთვის

ბრაზილიის ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო დინისმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოესი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მთავარი ისაა, რომ შემადგენლობაში „პალმეირასის“ 17 წლის ფეხბურთელი ენდრიკი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და უკვე მადრიდის „რეალმა“ შეიძინა, მაგრამ ჯერ ბრაზილიაში იჯარით ჰყავს დატოვებული. თუ ენდრიკი მომდევნო მატჩებში ითამაშებს, ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში პელეს (1956), ედუს (1966) და კოუტინიოს (1960) შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება, რომელიც „სელესაოში“ ითამაშებს.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლუკად პერი (ბოტაფოგო)

მცველები: ემერსონი (ტოტენჰემი, ინგლისი), რენან ლოდი (მარსელი, საფრანგეთი), კარლოს აუგუსტო (ინტერი, იტალია), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი, იტალია), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი, ინგლისი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ნინო (ფლუმინენსე)

ნახევარმცველები: ანდრე (ფლუმინენსე), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა, ინგლისი), ჟოელინტონი (ნიუკასლი, ინგლისი), რაფაელ ვეიგა (პალმეირასი), როდრიგო (რეალი, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ენდრიკი (პალმეირასი), გაბრიელ ჟეზუში (არსენალი, ინგლისი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი, ინგლისი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ესპანეთი), ჟოაო პედრო (ბრაიტონი, ინგლისი), პაულინიო (ატლეტიკო მინეირო), პეპე (პორტუ, პორტუგალია), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი)

ბრაზილიის ნაკრები 17 ნოემბერს სტუმრად კოლუმბიას შეხვდება, ხოლო 22 ნოემბერს, არგენტინას უმასპინძლებს.

0.112221