ფეხბურთი

22:37 | 6.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

Blick: "ბაზელს" ამ სეზონში ქულების ნახევარი სიგუამ მოუტანა"

„ბაზელს“ შვეიცარიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში მეორე და ივლისის შემდეგ პირველი მატჩი გაბრიელ სიგუამ მოაგებინა, რომელმაც „ივერდონთან“ 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდს სულ 8 ქულა აქვს მოპოვებული, საიდანაც 4 სიგუას გოლებით აიღო...

„გაბრიელ სიგუამ კვირას „ბაზელს“ მოაგებინა „ივერდონთან“ 85-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით და გუნდმა ივლისის შემდეგ პირველად მოიგო სუპერლიგაში. გარდა ამისა, ფაბიო ჩელესტინის წარმატებული დებიუტის საშუალება მისცა. გმირი თამაშის შემდეგ ძალიან მოკრძალებულად წავიდა სახლში - ავტობუსით. სიგუამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა, მანამდე სექტემბრის დასაწყისში „ციურიხთან“ 95-ე წუთზე გუნდს ქულა მოუტანა (2:2). ასე რომ, სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ „ბაზელის“ მიერ მოპოვებული 8 ქულიდან ნახევარი, 4 ქულა სიგუას დამსახურებაა“, - წერს Blick.

კიდევ ერთი შვეიცარიული გამოცემა 20min-იც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სიგუამ უკვე მეორე მატჩში მოაპოვებინა ქულები თავის გუნდს და წერს, რომ ის ფანების ფავორიტი ხდება.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სიგუამ მიმდინარე სეზონში „ბაზელის“ მაისურით 2 გოლის გარდა, ერთი საგოლე პასიც მიითვალა.

0.115023