ფეხბურთი

15:14 | 6.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" პრეზიდენტი: "მიქაუტაძის იჯარით დაბრუნებას მივესალმებით, მაგრამ ეს "აიაქსის" გადასაწყვეტია"

„მეცის“ პრეზიდენტმა ბერნარ სერინმა განაცხადა, რომ მზადაა გიორგი მიქაუტაძის იჯარით დასაბრუნებლად, მაგრამ ეს „აიაქსის“ გადასაწყვეტია და ჯერ შორსაა განხორციელებისგან.

„გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ ცოტა მოწყენილია. მოვუსმენთ და გავიგებთ რისი გაკეთება სურს მასთან დაკავშირებით „აიაქსს“. თუ მის განათხოვრებას აპირებენ, ჩვენთვის ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ ჯერ ეს შორს არის განხორციელებისგან“, - თქვა სერინმა.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეს „აიაქსში“ მიმდინარე სეზონში სამი მწვრთნელი არ ენდობა, რაც უფრო კომპლექსურ პრობლემას აჩენს, ვიდრე უბრალოდ მწვრთნელის. ახალმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა ქართველი არცერთხელ გამოიყენა და ორივე მატჩში თადარიგში დატოვა.

ეს, იმის მიუხედავად, რომ „ჰერენვენთან“ მატჩამდე ვან ტ'სხიპმა თქვა: „მიქაუტაძე არის თავდამსხმელი, რომელიც უნდა მოერგოს ჩვენს სათამაშო სისტემას. ბურთის დაკარგვის დროს მან დაბრუნებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წუთს დავუთმობ, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელსაც სხვებისგან რაღაც განსხვავებული აქვს“.

ამ კომენტარის მიუხედავად, „აიაქსის“ მწვრთნელმა გიორგის თამაშის შესაძლებლობა მაინც არ მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა ურთულესი სიტუაციიდან გამოსავალი უნდა იპოვოს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა კი ორ თვეში გაიხსნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104546