მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მე-12 ტურში მოულოდნელად შინ „რაიო ვალეკანოს“ ვერ მოუგო, რითაც „ჟირონა“ ერთპიროვნულად გალიდერდა.
კარლო ანჩელოტის გუნდი „რაიოსთან“ დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ვერ მოახერხა მომენტების გამოყენება და ნულოვან ფრეს დასჯერდა.
შედეგად, „რეალი“ 29 ქულით მეორე ადგილზეა - ლა ლიგის სათავეში კი 31 ქულით (10 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) „ჟირონაა“!