ლევან მჭედლიძემ, რომელიც ბოლო დროს უგუნდოდ იყო, კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 1 წელი დასჭირდა იმასთან შესაგუებლად, რომ მისი საფეხბურთო კარიერა დასრულდა.
"თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ საოცარ სპორტთან მიწევს გამომშვიდობება... ფიზიკური პრობლემების გამო. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა ამ დროის განმავლობაში. გამორჩეულად მადლობას ვუხდი ემპოლის, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში და გვერდში მედგა პირველივე დღიდან. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. საქართველოს ნაკრების მაისურით ნათამაშები ყოველი თამაში გამორჩეული და საამაყო იყო ჩემთვის! მადლობა პალერმოს, დინამო თბილისს, დინამო ბათუმს და ქუთაისის ტორპედოს. მიეცით ყველაფერი ამ სპორტს ახალგაზრდებო, რომ რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოთ და ისიამოვნოთ ამ დაუვიწყარი გრძნობებით“, - დაწერა მჭედლიძემ სოციალურ ქსელში.
ლევან მჭედლიძე კარიერის განმავლობაში „პალერმოს“, „ემპოლის“, „დინამო თბილისის“, „დინამო ბათუმის“ და „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა, 2007-2019 წლებში კი საქართველოს ნაკრებში 31 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
კარიერის საუკეთესო პერიოდი „ემპოლიში“ გაატარა, სადაც სერია A-სა და სერია B-ში თამაშობდა. მჭედლიძემ სერია A-ში ჯამში 11 გოლი გაიტანა, მათ შორის, სტუმრად „იუვენტუსის“, „მილანის“ და „ინტერის“ (ორი) კარში...