ფეხბურთი

16:51 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავას მესამე ოპერაცია სჭირდება და უახლოეს პერიოდში ვერ ითამაშებს

დავით ხოჭოლავა, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ისევ დაშავდა, რის გამოც იუქმებს.

„კოპენჰაგენის“ ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ქართველ მცველს მუხლზე მცირე ოპერაცია სჭირდება, რის გამოც უახლოეს კვირებში ვერ ითამაშებს. გამოჯანმრთელების ზუსტი დრო კი ჯერ უცნობია.

დავით ხოჭოლავასთვის მიმდინარე წელი უიღბლო გამოდგა, რადგან უკვე მესამე ოპერაციას იკეთებს. დიდი ხნის უქმობის შემდეგ ის მოედანს წინა კვირაში დაუბრუნდა, მაგრამ ახლა ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.

მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ტრავმების გამო ერთი წელია არ უთამაშია, მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128136