ფეხბურთი

2:09 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ „სოსიედადს“ ბოლო წამებზე მოუგო

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შაბათის გვიან მატჩში, „რეალ სოსიედადმა“ „ბარსელონას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმის დასაწყისშივე „სოსიედადის" მოთამაშე ტაკეფუსა კუბოს ჰქონდა კარგი შანსი ანგარიშის გახსნისა, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გადაარჩინა თავისი გუნდი.

თითქმის მაშინვე მასპინძლებს კიდევ ერთი საგოლე შანსი მიეცათ - მიკელ ოიარსაბალს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ „ბარსელონას" გერმანელი მეკარე ისევ შუვალი გახლდათ.

„სოსიედადი“ მთელი მატჩის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, 90+2-ე წუთზე, რონალდ არაუხომ მოულოდნელი თავური დაჰკრა და თავის გუნდს 1:0 მოაგებინა.

12 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 27 ქულით მესამე ადგილზეა. 19-ქულიანი „სოსიედადი“ კი -- მეექვსეა. სატურნირო ცხრილს „ჟირონა“ ლიდერობს (31 ქულა).

0.136387