დღეს, 4 ნოემბერს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის მატჩში, დორტმუნდის „ბორუსიამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.
ჰეთ-თრიქი მიითვალა მიუნხენელთა ინგლისელმა ახალწვეულმა, ჰარი კეინმა და ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში 15 გოლით დაწინაურდა.
ერთი ბურთიც ფრანგმა დაიო უპამეკანომ შეაგდო.
ამ დროისთვის „ბაიერნი“ გერმანიის ბუნდესლიგაში ათი მატჩის შემდეგ 26 ქულით მეორე ადგილზეა. 21-ქულიანი ბორუსია - მეოთხეზე. ლიდერი კი 28-ქულიანი ლევერკუზენის „ბაიერია.“