მირჩა ლუჩესკუმ, რომელმაც გუშინ კიევის „დინამოს“ მწვრთნელის პოსტი დატოვა, კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 78 წლის რუმინელმა სპეციალისტმა განაცხადა.
„ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი, ფეხბურთელებს დავემშვიდობე. მადლობას ვუხდით მათ, ვისურვებდი სხვანაირად დასრულებულიყო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული: საფეხბურთო კარიერას, სიყვარულს, ცხოვრებას. ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება“, - თქვა რუმინელმა.
მირჩა ლუჩესკუს არაერთგან უმუშავია, მათ შორის, რუმინეთის ნაკრებში, „დინამო ბუქარესტში“, „პიზაში“, „ბრეშაში“, „რეჯანაში“, ბუქარესტის „რაპიდში“, „ინტერში“, „გალათასარაიში“, „ბეშიქთაშში“, „ზენიტში“, თურქეთის ნაკრებსა და კიევის „დინამოში“, მაგრამ ყველაზე დიდხანს და წარმატებულად დონეცკის „შახტარში“ იმუშავა 2004-2016 წლებში.
ის მწვრთნელის რანგში რუმინეთის, თურქეთის და უკრაინის ჩემპიონია, ხოლო ორჯერ უეფას თასი მოიგო 2000 და 2009 წლებში.