„ვირტუსის“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-6 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ქართველმა „ანადოლუ ეფესთან“ 19 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, რითაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და MVP-ს ტიტული მიიღო.
ტურის MVP ევროლიგაში თორნიკე მიმდინარე სეზონში მეორედ, კარიერაში კი მერვედ გახდა. გარდა ამისა, ის დასახელდა სერია A-სა და ევროლიგაში ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ.
ამრიგად, თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ფანტასტიკურ ფორმაშია.