ფეხბურთი

15:47 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სპეციას" მწვრთნელი: "გელაშვილი მეტოქეს კარგად მეურვეობს, მაგრამ ხვალ ვერ ითამაშებს"

„სპეციას“ მცველი ივა გელაშვილი „კრემონეზეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ივამ მცირე ტრავმა იტალიის თასზე „სასუოლოსთან“ მიიღო, რის გამოც უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს. ალვინიმ ქართველ მცველზე ისაუბრა:

„გელაშვილი ვერ ითამაშებს. სამწუხაროდ, ხუთშაბათს პრობლემა შეექმნა. ის და ბერტოლა განსხვავებული მცველები არიან. ნიკოლო უფრო ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან უმატეს. გელაშვილი განსხვავებული ფეხბურთელია, სხვანაირად კითხულობს თამაშს, უფრო მეტად კონკრეტული მეტოქის მეურვეობაშია ძლიერი, ბერტოლა კი ბურთით უფრო ამოდის დაცვიდან, ამაზე გელაშვილთანაც ვმუშაობთ, ის უკეთესია მეურვეობაში, მეორე ბურთს უკეთ ფლობს, მაგრამ ჩემი მოვალეობაა ორივეს დავეხმარო გაუმჯობესებაში“, - აღნიშნა ალვინიმ.

შეგახსენებთ, რომ ივან გელაშვილს „სპეციაში“ 3 მატჩი აქვს ჩატარებული, მან ბოლო ორი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060999