ფეხბურთი

15:10 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვინ რამდენი ქულა მიიღო ოქროს ბურთის გამოკითხვაში: მესიმ ჰოლანდს დიდი სხვაობით აჯობა

ოქროს ბურთის გამოკითხვის შედეგები ორშაბათს გახდა ცნობილი, მაგრამ ვინ რამდენი ქულა მიიღო, ახლახან გასაჯაროვდა.

შედეგად გაირკვა, რომ ლიონელ მესიმ 462 ქულა დააგროვა და 100 ქულაზე მეტით აჯობა მეორეადგილოსან ერლინგ ჰოლანდს. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მე-17 ადგილზე გავიდა, 6 ქულა მიიღო. ქართველი ხუთეულში ოთხმა ჟურნალისტმა შეიყვანა. სხვათა შორის, რომელიმეს ქართველი თავის ხუთეულში უფრო მაღალ პოზიციაზეც რომ დაეყენებინა, ხვიჩა საბოლოო რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებდა...

ოქროს ბურთის გამოკითხვის შედეგები

1. ლიონელ მესი - 462 ქულა

2. ერლინგ ჰოლანდი - 357 ქულა

3.. კილიან მბაპე - 270 ქულა

4. კევინ დე ბრუინი - 100 ქულა

5. როდრი - 57 ქულა

6. ვინისიუსი - 49 ქულა

7. ხულიან ალვარესი - 28 ქულა

8. ვიქტორ ოსიმენი - 24 ქულა

9. ბერნარდო სილვა - 20 ქულა

10. ლუკა მოდრიჩი - 19 ქულა

11. მოჰამედ სალაჰი - 16 ქულა

12. რობერტ ლევანდოვსკი - 13 ქულა

13. იასინ ბონო - 12 ქულა

14. ილქაი გიუნდოგანი - 10 ქულა

15. ემილიანო მარტინესი - 7 ქულა

16. კარიმ ბენზემა - 6 ქულა

17. ხვიჩა კვარაცხელია - 6 ქულა

18. ჯუდ ბელინგემი - 5 ქულა

19. ჰარი კეინი - 4 ქულა

20. ლაუტარო მარტინესი - 4 ქულა

21. ანტუან გრიზმანი - 4 ქულა

22. კიმ მინ-ჯე - 3 ქულა

23. ანდრე ონანა - 2 ქულა

24. ბუკაიო საკა - 1 ქულა

25. იოშკო გვარდიოლი - 1 ქულა

26. ჯამალ მუსიალა - 0 ქულა

27. ნიკოლო ბარელა - 0 ქულა

28. რანდალ კოლო მუანი - 0 ქულა

29. მარტინ ოდეგორი - 0 ქულა

30. რუბენ დიაში - 0 ქულა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119392