ფეხბურთი

22:35 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მირჩა ლუჩესკუმ კიევის "დინამო" დატოვა

კიევის „დინამოს“ ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი უდგას. უკრაინული ფეხბურთის გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტი კი დღეს მირჩა ლუჩესკუმ დატოვა.

რუმინელი დონეცკის „შახტართან“ წაგების (0:1) შემდეგ გადადგა. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის მას.

კიეველებმა ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში 16 ქულით (10 მატჩში) მეშვიდე ადგილზე არიან, რაც „დინამოსთვის“ კატასტროფული შედეგია. მირჩა ლუჩესკუ კიევის „დინამოს“ 2020 წლიდან ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120465