ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა, რომელსაც წლების განმავლობაში ავარჯიშებდა. როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ „არსენალი“ და „ბარსელონაა“ ის კლუბები, რომლებშიც არასდროს იმუშავებს.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთადერთი გუნდები, რომლებსაც არასდროს გავწვრთნიდი, „არსენალი“ და „ბარსელონაა“. უცნაური გრძნობაა ოთხი წლის შემდეგ „ტოტენჰემის“ სტადიონზე დაბრუნება, მაგრამ ეს ბედნიერი დღე იქნება. ვფიქრობ, „ტოტენჰემს“ ნამდვილად შეუძლია პრემიერლიგის მოგება, ისინი შესანიშნავად თამაშობენ“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემისა“ და „ჩელსის“ მატჩი 6 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.