ძიუდო

17:17 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველომ უმედლოდ დაასრულა

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარუმატებელი გამოდგა. ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ყველა მედლის გარეშე დარჩა.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი გამოვიდა, რომელიც რუს რამაზან აბდულაევთან დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა.

66 კგ წონით კატეგორიაშიც წარუმატებლად გამოვიდა ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც ასევე პირველივე ბრძოლა წააგო აგრეთვე რუს მეტოქესთან, მურად ჩოპანოვთან და უმედლოდ დარჩა.

ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა რუსი ქსენია გალიცკაია დაამარცხა, მაგრამ მერე გერმანელ სეია ბალჰაუსთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ფრანგ ლეონი სარა სისიკესთან მარცხი განიცადა და მედლის გარეშე დარჩა.

ამავე წონაში იასპარეზა ნინო ლოლაძემ, რომელმაც პირველ წრეში ბრიტანელი ლელე ნაირნე დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში გერმანელ პაულინ შტარკესთან მარცხი განიცადა და მედლისთვის ვერ იბრძოლა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე უმედლოდ დაასრულა, ეგ კი არა, ფინალურ ბლოკშიც ვერავინ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113677