იტალიის სერია A-ში ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად სიმონე ინძაგი დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი იტყობინება.
„ინტერმა“ ოქტომბერში სერია A-ში 3 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო და ერთხელ ფრე ითამაშა.
„ნერაძური“ იტალიის ჩემპიონატს 10 ტურის შემდეგ ლიდერობს და უახლოეს მდევარ „იუვენტუსს“ 2 ქულით უსწრებს.