„სპეცია“, სადაც ივა გელაშვილი თამაშობს, იტალიის თასს 1/16-ფინალში გამოეთიშა. მასიმილიანო ალვინის გუნდი სტუმრად სერია A-ს ბინადარ „სასუოლოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.
გელაშვილი ზედიზედ მეორედ ლიგურიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთამდე ითამაშა, რადგან შეცვალეს. მატჩის 120 წუთი 0:0 დასრულდა, პენალტებში კი „სასუოლომ“ 5:4 მოიგო.
გადამწყვეტი ლუკა მოროს შეცდომა აღმოჩნდა, დანარჩენებმა ყველამ გაიტანეს.