როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის თასზე „ლოგრონესის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს.
ამის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ რუბენ ბარახამ განაცხადა, მაგრამ სიახლე ისაა, რომ ქართველი მეკარე გუნდს საერთოდ არ გაჰყოლია, შესაბამისად, განაცხადშიც არ იქნება.
ბარახამ დასვენების საშუალება მისცა გუნდის ლიდერებს - მამარდაშვილს, პეპელუს და გაბრიელ პაულისტას. ისინი ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მოემზადებიან.
„ვალენსია“ ესპანეთის თასის 1/64-ფინალში დღეს სტუმრად „ლოგრონესს“ ეთამაშება და „ღამურების“ კარს ხაუმე დომენეკი დაიცავს, რომელსაც წელიწადზე მეტია ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.