საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ მორაგბე დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის მეოთხე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
გარდა იმისა, რომ ნინიაშვილმა სხვადასხვა გამოცემამ გამოარჩია, რაც ყველაზე ფასეულია, ტოპ 14-ის ოფიციალური ვერსიითაც ის გახდა ტურის საუკეთესო მორაგბე.
დავით ნინიაშვილმა „კლერმონთან“ შეხვედრაში ორი ლელო მიითვალა და „ლიონის“ გამარჯვებაში (41:22) უდიდესი წვლილი შეიტანა.