„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის პრიზზეა ნომინირებული.
გამარჯვებული იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდზე გულშემატკივართა გამოკითხვით გამოვლინდება, რომელშიც ხმის მიცემა ნებისმიერს შეუძლია. კვარას 5 კონკურენტი ჰყავს: კრისტიან პულიშიჩი (მილანი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), მატიას სულე (ფროზინონე), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი) და რიკარდო ორსოლინი (ბოლონია).
ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე...
გასულ სეზონში ეს გამოკითხვა კვარაცხელიამ სამჯერ მოიგო, შედეგად, აგვისტოში, თებერვალსა და მარტში სერია A-ს თვის MVP გახდა, მიმდინარე სეზონში კი ნომინირებულთა შორის პირველადაა. ოქტომბერში 22 წლის ქართველმა სერია A-ში 3-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ სერია A-ში სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს რაფაელ ლეაო (მილანი) დაეუფლა.