ფეხბურთი

18:54 | 1.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

La Repubblica: "ნაპოლის" მთავარი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონობა არ არის

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Repubblica-მ „ნაპოლის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც რუდი გარსიას გუნდის სიტუაციაზეა საუბარი.

როგორც აღნიშნული გამოცემა იტყობინება, მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მთავარი მიზანი არა იტალიის ჩემპიონობა, არამედ ოთხეულში მოხვედრაა, რათა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ისევ მიიღოს მონაწილეობა.

„პირველ ადგილთან 7-ქულიანი დაშორება ნაკლებად შემაშფოთებელია, იმის გათვალისწინებით, რომ სკუდეტოს შენარჩუნება პრიორიტეტად არ მიიჩნევა და თავიდანვე მიხვდნენ კლუბში, რომ ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა სპორტული სასწაული იქნებოდა. თუმცა, „აძური“ აუცილებლად უნდა მოხვდეს საუკეთესო ოთხეულში და ამ მიზეზით პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა რუდი გარსია და მისი სტაფი ისევ გამოცდის ქვეშ დააყენა. შედეგად, დელიკატური სიტუაციაა, რადგან ფრანგი მწვრთნელი კვლავ იძულებულია სამსახურის შესანარჩუნებლად სალერნოში მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაათავისუფლონ“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 10 ტურის შემდეგ სერია A-ში 18 ქულით მე-5 ადგილზეა, „სალერნიტანას“ კი სტუმრად 4 ნოემბერს დაუპირისპირდება.

0.120688