„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი ნეიმარი ხუთშაბათს ოპერაციას გაიკეთებს. ფეხბურთელის მოთხოვნით ქირურგიული ჩარევა ბელუ ორიზონტეში მოხდება, ბრაზილიის ნაკრების ექიმის, როდრიგო ლასმარის მეთვალყურეობით.
მიუხედავად იმისა, რომ „ალ-ჰილალი“ ამის წინააღმდეგი იყო, როგორც ჩანს, ფეხბურთელმა მიზანს მაინც მიაღწია.
სავარაუდოდ, ნეიმარი 10 თვიდან 1 წლამდე იუქმებს, შესაბამისად, ფეხბურთს მხოლოდ მომდევნო სეზონის დასაწყისში თუ დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა უმძიმესი ტრავმა ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებების მატჩში მიიღო.