ცნობილი იტალიელი კომენტატორი სტეფანო ბორგი CRONACHE DI SPOGLIATOIO-ს პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც გიორგი მამარდაშვილის შესახებაც ჰკითხეს.
ბორგის ტელეკომპანია DAZN-ზე ესპანეთის ლა ლიგის მატჩებიც მიჰყავს, შესაბამისად, გიორგის თამაშს კარგად იცნობს. როგორც მან თქვა, მამარდაშვილი სრულყოფილი მეკარეა, მაგრამ განსაკუთრებით ძლიერია კარის ხაზზე თამაშში.
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა. მას არავინ იცნობდა, ისიც კი, ვინც „ვალენსია B“-ში შეიძინა. სრულყოფილი სტილი აქვს, მაგრამ კარის ხაზზე ძალიან ძლიერია“, - თქვა ბორგიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, 3-ჯერ კარი მშრალად შეინახა და 13 გოლი გაუშვა.