2034 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი საუდის არაბეთში ჩატარდება. ეს ინფორმაცია ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა.
„ფეხბურთი მსოფლიოს აერთიანებს ისე, როგორც არცერთი სხვა სპორტი. მსოფლიოს ჩემპიონატი არის ერთიანობის და ჩართულობის შესანიშნავი გზავნილის გამოფენა. სხვადასხვა კულტურა შეიძლება ერთად იყოს“, - თქვა მან.
საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა, შესაბამისად, ავტომატურად გახდა მასპინძელი ქვეყანა. ავსტრალიამ ბოლო მომენტში თქვა უარი მასპინძლის სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლაზე...
ამრიგად, აზიაში მსოფლიოს ჩემპიონატი მესამედ გაიმართება. 2002 წელს სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ხოლო 2022 წელს კატარში. დიდი ალბათობით, 2034 წლის მუნდიალიც ზამთარში ჩატარდება...