ფეხბურთი

14:55 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი: „მესისთან შესადარებელი ფეხბურთელი არ არსებობს“

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, გარი ლინეკერი, 2023 წლის „ოქროს ბურთის“ არგენტინელი ლიონელ მესისთვის მინიჭებას გამოეხმაურა.

„ჩემი საფეხბურთო დრო მესის და მარადონას შორის გადის. ეს წარმოუდგენელია. იმდენი დიდი ფეხბურთელი იყო: ზიდანი, კრუიფი, რონალდო და რონალდუ - ასეთი ფეხბურთელების მთელი სიაა, მაგრამ შემდეგ არის ეს ორი, ვინც ისე ითამაშა, შეჩვეული რომ არ ვართ.

ჩემთვის ახლა მესი უდაოა. არსებობენ სხვა ბომბარდირები, რომლებსაც შეიძლება შევადაროთ, მაგალითად კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ ფეხბურთელის თამაშის ყურებით მიღებული სიამოვნების მხრივ, მესის დარი არავინაა.“ - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Mundo Deportivo.

მესიმ კარიერაში მერვე „ოქროს ბურთი“ მოიგო. არგენტინელ თავდამსხმელზე ხშირად ეს პრიზი არავის მოუგია. მესიმ პრესტიჟული ჯილდო 2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021 და 2023 წლებში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11513