„ლივერპულის“ უნგრელმა ნახევარმცველმა, დომინიკ სობოსლაიმ, სეზონის ამ ეტაპზე მერსისაიდურ კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ყველა ცდილობს ჩვენს დამარცხებას, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. მზად ვართ ყველა გამოწვევისთვის. ასევე უნდა გავაგრძელოთ. როგორ დავიწყეთ ეს სეზონი. ვიმუშაოთ, ვიმუშაოთ და ისევ ვიმუშაოთ, ეს არის წარმატების გარანტია. ყველაფერი გამოგვივა“, - ციტირებს სობოსლაის სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
დომინიკ სობოსლაი „ლივერპულში“ გასულ ზაფხულს „ლაიფციგიდან“ გადავიდა. „წითლები“ ინგლისის პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ, 23 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან.
იურგენ კლოპის გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად ოთხშაბათს, 1 ნოემბერს გამართავს ლიგის თასზე „ბორნმუთთან“.