ფეხბურთი

11:19 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: „ოქროს ბურთი" ხვიჩასთვის ნაადრევია, მაგრამ ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევს“

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სამომავლოდ „ოქროს ბურთის“ მოგების პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ხვიჩას ყველაფერი წინ აქვს. მას დიდი პერსპექტივები გააჩნია, ფეხბურთში ბრწყინვალედ შევიდა, თავი გამოიჩინა და ჩემპიონიც გახდა. მაგრამ „ოქროს ბურთის“ მოგება მისთვის ნაადრევია. მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხვიჩა აუცილებლად მიაღწევს წარმატებას“, - ციტირებს სიომინის სიტყვებს championat.com.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 ოქტომბერს, პარიზში „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია გაიმართა. კენჭისყრის შედეგებით, კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა, ხვიჩა უსწრებს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: კარიმ ბენზემა, ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი, ლაუტარო მარტინესი…

„ოქროს ბურთი“ კარიერაში მერვედ არგენტინის ნაკრებისა და მაიამის „ინტერის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ მოიპოვა.

0.126953