ექვსიდან ექვსი მედალი და ისტორიული შედეგი, - ქართველმა კუდოისტებმა ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალურად იასპარეზეს.
ჩვენი ქვეყნის ღირსებას ევროპირველობაზე 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ბრინჯაოა.
პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოში უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონი ქართველი გახდა. ლევან დარასელიამ დაძაბულ ფინალში ფრანგ ქაის ალ ალემს სძლია. ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს 19 წლამდელთა შორის სედრაკ კარაპეტიანმა, ვასილ დვალაძემ, გიორგი ჟვანიამ და თორნიკე კურტანიძემ. ბრინჯაოს მედალი კი უფროსებს შორის რომეო გაბლაიამ დაისაკუთრა.