სხვა

17:09 | 30.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირზე ქართველმა მოკრივეებმა ცხრა წონით კატეგორიაში გაიმარჯვეს

ფოთში დასრულდა ზურაბ სარსანიას სახელობის ჭაბუკ მოკრივეთა ტურნირი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თხუთმეტი წონითი კატეგორიიდან ცხრაში ჩემპიონები ქართველი სპორტსმენები გახდნენ.

ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი თემურ ლოლუამ, გიორგი კილასონიამ, დავით მუშკუდიანმა, ზვიად ჭოჭუამ, აკაკი ბასარიამ, ელნურ აბდულაევმა და დავით მხეცაძემ მოიპოვეს. გოგონებში კი ჩემპიონის ტიტული რამილდა თოლორდავამ და მარიამ ჭაფოძემ დაისაკუთრეს.

ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის ჭაბუკ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილებოდა, რომელსაც 21 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე სომხეთი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11831