ფეხბურთი

11:03 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სპეციას" მწვრთნელი: "გელაშვილმა შესანიშნავად ითამაშა"

სერია B-ს მე-11 ტურში „სპეცია“ საკუთარ მოედანზე „კოზენცას“ დაუზავდა (0:0), ივა გელაშვილმა კი 90 წუთი ითამაშა.

ქართველი მცველისთვის ეს სულ მეორე მატჩი იყო იტალიურ კლუბში და პირველი, რომელიც შეუცვლელად ჩაატარა. შეხვედრის შემდეგ ლიგურიელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ თქვა, რომ ივამ ძალიან კარგად ითამაშა.

„დაცვაში საკადრო პრობლემების გამო რაღაცების შეცვლა მოგვიწია, გელაშვილის და სერპეს ახალი წყვილით, რომლებმაც შესანიშნავად ითამაშეს. მათ მართლაც კარგად ითამაშეს ხარისხიანი შეტევის წინააღმდეგ, მაგრამ ზოგადად, მთელი გუნდი კარგად კითხულობდა თამაშს, ყოველთვის კომპაქტურად რჩებოდა და ძალიან ცოტა სივრცეს ტოვებდა მეტოქის შეტევებისთვის“, - თქვა ალვინიმ.

„სპეცია“ 11 ტურის შემდეგ 8 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 ნოემბერს, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11167