რაგბი

1:25 | 29.10.2023 | ნანახია 1512 - ჯერ

სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია, რომელმაც ტიტულის შენარჩუნება მოახერხა.

აფრიკელებმა დრამატულ ფინალში ახალი ზელანდიის ნაკრებს 12:11 აჯობა. პირველ ტაიმში სამხრეთ აფრიკა 12:6 დაწინაურდა 4 ჯარიმის წყალობით, რასაც „ოლ ბლექსმა“ 2 ჯარიმით უპასუხა.

მეორე ნახევარში ზელანდიელებმა ლელო გაიტანეს, მაგრამ ვერ გარდასახეს და სწორედ ეს გამოდგა გადამწყვეტი. აღსანიშნავია, რომ „სპრინბოქსმა“ ფინალი ისე მოიგო, რომ ლელო ვერ დადო.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:12 | 30.10.2023
KoRBeN DaLLaS (24838)

აი მე კი ფრანგებზეც დამწყდა გული, ინგლისზეც და ირლანდიაზეც. მინდოდა მსოფლიო თასი ევროპულ ქვეყანას მოეგო. თითქოს სიტუაციაც მომწიფებულიც იყო საამისოდ.
მაგრამ ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა სხვა განზომილებაა რაგბიში. ეს სპორტი უპირობოდ უმთავრესია მაგ ქვეყნებში.

08:21 | 03.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ფრანგებმაც თავის თავს უნდა დააბრალონ წაგება

04:57 | 30.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

მე უფრო ინგლისზე დამწყდა გული, თავისი დებილობით წააგეს ის თამაში

10:48 | 29.10.2023
liberaltmtyvneli123 (416)

ფრანგებზე როგორ არ დაგწყდეს გული .ზღაპრულ რაგბს თამაშობდნენ.აი თანა უმაგას დროს რომ თამაშობდა ზელანდია ეგეთს თუ უკეთესს არა. . . მაგრამ აფრიკასთან ზედმეტმა თავდაჯერებამ და პრაგმატუზმის ნულმა პროცენტმა დაღუპა. . . შედეგად უსახური აფრიკა გახდა ჩაემპიონი. . . ყველა ლოგიკით ფრანგებს უნდა აეწიათ თასი რა. . .

09:51 | 29.10.2023
Marco8 (3589)

14 კაცით მთელი თამაში როგორ გინდა, პრაგმატულობა დააკლდა ზელანდიას და ჯარიმებითაც შეეძლოთ მოგება, საღოლ აფრიკას დაიმსახურეს უმაღლესი კლასის ნაკრებია, დიდი ეპოქა დასრულდა ორივე ნაკრებში

08:47 | 29.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

აშკარათ თავისი თამაში ვერ ითამაშა ზელანდიამ

03:40 | 29.10.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ამას არ ველოდი, ზელანდიისგან მეტს მოველოდი

0.119476