ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ ის და არიენ რობენი ერთ მომენტში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე წინ იყვნენ, მაგრამ მათნაირი პოპულარობა არ ჰქონდათ.
„ვფიქრობ, რაღაც მომენტში მე და რობენი კრიშტიანუ რონალდუსა და მესიზე უკეთესები ვიყავით. თუმცა, ისინი „ელ კლასიკოში“ თამაშობდნენ და ეს მათ უპირატესობას ანიჭებდა, რადგან გულშემატკივრები უფრო მეტად უყურებდნენ“, - თქვა რიბერიმ.
შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერი ამჟამად „სალერნიტანას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, სადაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა.