რაგბი

1:05 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა არგენტინას აჯობა და მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ალბიონელებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში არგენტინა დრამატულ ბრძოლაში 26:23 აჯობეს.

თამაში ინგლისის უპირატესობით დაიწყო, რომელიც მე-13 წუთისთვის 13:0 დაწინაურდა და პრინციპში სწორედ ეს გაქცევა აღმოჩნდა გარდამტეხი. პირველ ტაიმში სამხრეთამერიკელებმა შეამცირეს სხვაობა და ტაიმი მხოლოდ 10:16 წააგეს.

მეორე ნახევარი არგენტინამ გარდასახული ლელოთი დაიწყო და დაწინაურდა, მაგრამ ერთ წუთში ლელო თავად მიიღო, გარდასახვაც ზუსტი გამოდგა და ინგლისელებმა უპირატესობა აღადგინეს. ამის შემდეგ არგენტინამ 2 ჯარიმა გაიტანა, ინგლისმა ერთი და ალბიონელებმა 26:23 მოიგეს. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სანჩესს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ჯარიმა ააცილა და შემდეგ ინგლისმა თავი კარგად დაიცვა.

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო თასი მესამე ადგილზე პირველად დაასრულა, არგენტინას მეოთხე ადგილი მეორედ ერგო (პირველად 2015 წელს). მსოფლიო თასი 28 ოქტომბერს, ფინალით დასრულდება, რომელშიც ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან.

არგენტინა - ინგლისი 23:26 (10:16)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.080092