სერია B-ს მეათე ტურში „სპეცია“ „კოზენცას“ უმასპინძლებს და შესაძლოა ივა გელაშვილს შანსი მიეცეს.
ქართველი მცველი, რომელიც იტალიაში სეზონის წინ გადავიდა, მხოლოდ ერთხელ ათამაშეს, „კომოს“ წინააღმდეგ და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ეს, იმის მიუხედავად, რომ „სპეცია“ 3 ცენტრალური მცველით თამაშობს.
მასიმილიანო ალვინის „კოზენცასთან“ მიული და ხრისტოვი ტრავმირებულები ჰყავს, ნიკოლაუს და ბერტონას დისკვალიფიკაცია აქვთ, შესაბამისად, დაცვაში ბევრი არჩევანი აღარ აქვს.
ალვინის ორი ვარიანტი გააჩნია: 3 მცველით ითამაშოს და გელაშვილი მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დააყენოს, ცენტრში სერპე და მარცხნივ ამიანი, ან 4 მცველით ითამაშოს, სადაც დაცვის ცენტრში ამიანი და გელაშვილი გაირჯებიან.
შეგახსენებთ, რომ „სპეციამ“ სეზონი ცუდად დაიწყო და 9 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო, რის შედეგადაც 7 ქულით გასავარდნ ზონასთანაა.