„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უორენ ზაირი-ემერი შეაქო, რომელიც მხოლოდ 17 წლისაა, მაგრამ შესანიშნავ ფორმაშია.
„შეხედეთ უორენის დონეს, როგორ თამაშობს ყოველ მატჩში, რა თავდადებით ვარჯიშობს. თამაშის ხარისხით ზაირი-ემერი არა 17 წლის, არამედ 34 წლის ფეხბურთელს ჰგავს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ უორენ ზაირი-ემერის შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“, სადაც ორი საგოლე პასი გააკეთა.