ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ისინი მსგავსი ფეხბურთელები არიან, თუმცა, ერთი განსხვავებით.
„ლეაუ და კვარაცხელია თავიანთი „აფეთქებებით“ ბალანსს უდავოდ არღვევენ, მათ თამაშის შეცვლა შეუძლიათ. ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, იმ განსხვავებით, რომ რაფა კარგია ღია სივრცეებში, ხოლო ქართველს მჭიდრო სივრცეებშიც კარგად თამაში შეუძლია“, - თქვა ძოლამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.