ფეხბურთი

13:50 | 27.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა ანრის რეკორდი გააუმჯობესა

მოჰამედ სალაჰმა ტიერი ანრის რეკორდი გააუმჯობესა. ეგვიპტელმა ევროპა ლიგაზე ფრანგულ „ტულუზთან“ თავი გამოიჩინა და ევროთასებზე „ლივერპულის“ მაისურით 43-ე გოლი გაიტანა.

როგორც Opta იტყობინება, ამაზე მეტი გოლი ევროტურნირებზე ინგლისური კლუბების მაისურით არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. სალაჰმა ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა, რომლის აქტივში 42 გოლი იყო.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ „ტულუზი“ 5:1 გაანადგურა და ჯგუფს სამი ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125381