ფეხბურთი

11:42 | 27.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" კიეზასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ ფედერიკო კიეზასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

„ბებერი ქალბატონის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კიეზას აგენტს, ფალი რამადანის შეხვდა და ხელშეკრულების განახლებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. ფედერიკოს კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და სეზონში 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

„იუვეს“ მიზანია, რომ 26 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს, რომლის ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელი წელიწადში 7 მილიონს ითხოვს. ფედერიკო „იუვეს“ პროექტის ცენტრშია და კლუბი მომავალს მას უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და დღემდე 102 შეხვედრაში 27 გოლის გატანა მოახერხა, კონკრეტულად მიმდინარე სეზონში კი 8 თამაშში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

0.113421