ფეხბურთი

19:50 | 26.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტიციანო კრუდელი: "იმედია, პიოლი კვარაცხელიას შეაჩერებს, თორემ მტკივნეული თამაში გვექნება"

„მილანის“ ცნობილმა გულშემატკივარმა და კომენტატორმა ტიციანო კრუდელიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ სტეფანო პიოლი ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად ისეთ გეგმას მოიფიქრებს, რომელიც იმუშავებს.

„იმედი მაქვს, რომ პიოლი კვარაცხელიას მოედანზე გალიას დაუგებს, როგორც წინა სეზონში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის მტკივნეული თამაში იქნება. შარშანდელი მოგონებები კარგია, მაგრამ წარსული, წარსულია. მე ახალი დღით ვცხოვრობ, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა კრუდელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118267