იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კაბრინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა მოედანზე მარიო რუის ყოფნის მნიშვნელობას ქართველი ფეხბურთელისთვის:
„კვარაცხელიას მარიო რუი უპირატესობას ანიჭებს. ქართველი სარგებლობს პორტუგალიელის მუშაობით, რადგან ის მას მეტ სივრცეს უქმნის, რომელსაც შემტევი იყენებს“, - თქვა კაბრინიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.