იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას და რიკარდო კაკას შედარებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ კომენტარი გააკეთეს ჟურნალისტებმა რიკარდო კუკიმ და ფრანკო ორდინემ, ასევე ადრიანო გალიანის შვილმა, ჯანლუკა გალიანიმ.
რიკარდო კუკი: „ორივეს აქვს რაღაც, რაც გულშემატკივრებს ფეხბურთს აყვარებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი გააგრძელებს „ნაპოლის“ ქომაგების მოხიბვლას“.
ფრანკო ორდინე: „ქართველმა ჯერ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი და ჩემპიონთა ლიგა, რომ კაკას გაუტოლდეს“.
ჯანლუკა გალიანი: „კვარაცხელია მაგიჟებს, მაგრამ კაკა სხვა დონე იყო. ჩვენ ვსაუბრობთ ოქროს ბურთის და ჩემპიონთა ლიგის მომგებ ფეხბურთელზე. შარშან პირველმა ვთქვი, რომ კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო ტრანსფერი იყო, მაგრამ არ შემიძლია შევადარო კაკას, რომელიც ჩემი აზრით, მიუწვდომელია“.