ფეხბურთი

19:55 | 25.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" გატის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო გატის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. იტალიური გრანდის ვებგვერდის ცნობით, იტალიელი გუნდში 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.

გატი „იუვემ“ 2022 წლის იანვარში „ფროზინონედან“ შეიძინა და ის ტურინელებს გასული სეზონის წინ შეუერთდა. მას შემდეგ გატიმ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაც მოახერხა და დღემდე 34 შეხვედრაში თავი 3 გოლით გამოიჩინა.

„იუვემდე“ გატი ქვედა ლიგის გუნდებში გამოდიოდა, მათ შორის, „ფროზინონეში“, „ალესანდრიაში“, „პავაროლოში“, „ვერბანიასა“ და „პრო პატრიაში“, იტალიის ნაკრებში კი ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113746