ფეხბურთი

19:22 | 25.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ საბატინი: "კვარა დაბრუნდა, მაგრამ გუშინ რომ შეცვალეს, გამიხარდა"

„რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ „უნიონთან“ „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიამ ფორმა დაიბრუნა და გაუხარდა, როდესაც ის შეცვალეს, რადგან ეშინოდა დაზიანება არ მიეღო.

„გარსიას, როგორც ყველა მწვრთნელს, დრო სჭირდება. მან მშვენივრად იცის, როგორ დააბრუნოს გუნდი სწორ გზაზე. ზოგიერთი ფეხბურთელი ფორმას იბრუნებს, კვარაცხელია დაბრუნდა. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება უმნიშვნელო არ არის, რადგან ევროპაში გამარჯვება ყოველთვის კარგის ნიშანია.

კვარა რომ შეცვალა, გამიხარდა, რადგან მეშინოდა დაზიანება არ მიეღო. გუშინდელი შედეგი „ნაპოლის“ ძალას მისცემს, გუნდმა კრიზისი დაძლია“, - თქვა საბატინიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 11 მატჩში 3 გოლით, 4 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით შეძლო თავის გამოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121316