საქართველოს თასის ნახევარფინალში წყალტუბოს „სამგურალი“ გავიდა, რომელმაც მეოთხედფინალში „დინამო თბილისს“ პენალტების სერიაში აჯობა.
იმერლები მე-40 წუთზე ბექა დარცმელიამ ულამაზესი ჯარიმით დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე ლაშა ოდიშარიამ ახლო მანძილიდან გაათანაბრა - 1:1. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
წყალტუბოელებმა 5-დან 5-ვე პენალტი გაიტანეს, „დინამოს“ რიგებში კი გიორგი ხარაიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა და ეს გამოდგა გადამწყვეტი - 5:2 "სამგურალის" სასარგებლოდ.
ამრიგად, უკვე ცნობილია სამი ნახევარფინალისტი: „დინამო ბათუმი“, „სამგურალი“ და „საბურთალო“, ხოლო ბოლო მეოთხედფინალი ფოთის „კოლხეთსა“ და „ტორპედოს“ შორის გაიმართება.