იტალიელმა მენეჯერმა პიეტრო ლო მონაკომ თქვა, რომ „ვერონასთან“ მატჩში „ნაპოლისთვის“ ყველაზე კარგი ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნება იყო. ასევე მან აურელიო დე ლაურენტისი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის როდესაც პირს აღებს, სისულელეებს ამბობს.
„წინდახედულობა აუცილებელია, რადგან „ნაპოლიმ“ კარგი თამაშით მოიგო, მაგრამ საკმაოდ სუსტ მეტოქესთან, რომელსაც პრობლემები აქვს. თუმცა, ვერონაში 3 ქულის გარდა, რაც დამამშვიდებელი იყო, ცხოველის დაბრუნებაა, კვარაცხელიას ვგულისხმობ. ის კიდევ ერთხელ არის გუნდის მამოძრავებელი ძალა და ეს ფაქტორი უაღრესად დადებითია „ნაპოლისთვის“. კარგი იყო გაუჩინარებული პრეზიდენტის სტადიონზე ყოფნაც. წლების წინ, როცა „კატანიაში“ ვმუშაობდი, ყოველდღე ვარჯიშზე ვიყავი და ყველაფერზე მე ვიყავი პასუხისმგებელი.
შარშან ჯუნტოლის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა გუნდსა და კლუბს შორის კავშირში. მენეჯერის მნიშვნელობა კლუბში დიდია, ახლა კი, მის გარეშე ადვილი არ არის, რადგან როდესაც დე ლაურენტისი პირს აღებს, არეულობას და ზიანს იწვევს. ვფიქრობ არ არის სწორი გუნდიდან წასული ფიგურების დამცირება და დე ლაურენტისმა ამის გაკეთება სცადა. მან თქვა, რომ ჯუნტოლი 6 თვე სთხოვდა „იუვენტუსში“ გაშვება და ამის განცხადება სწორი არ არის, ისევე როგორც, არასწორია იმის თქმა, რომ კვარაცხელია მისმა შვილმა აღმოაჩინა და არა ჯუნტოლიმ, ესეც სისულელეა“, - თქვა ლო მონაკომ.