როგორც დააანონსებული იყო, დონეცკის „შახტარის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მარინო პუშიჩია. ამის შესახებ უკრაინულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და მას კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
ხორვატი ბოლოს როტერდამის "ფეიენოორდში", მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. მისი დებიუტი 25 ოქტომბერს, "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში შედგება.
ამრიგად, პუშიჩი ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის მწვრთნელი იქნება უკრაინულ გუნდში.