სხვა

16:55 | 24.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძის მეტოქემ ტრავმა მიიღო და ბრძოლა ჩაიშალა

რომან დოლიძისა და ჯარედ კანონიერის დაპირისპირება გაუქმდა. მიზეზი ამერიკელი მებრძოლის ტრავმაა, რომელიც 39 წლის სპორტსმენმა მზადების ეტაპზე მიიღო.

ქართველისა და ამერიკელის ბრძოლა 2 დეკემბერს იყო ჩანიშნული. ახლა კი UFC დოლიძისთვის ახალ მეტოქეს ეძებს.

რომანისთვის სასურველი მოწინააღმდეგე რობერტ უიტეკერია, რომელიც მან უკვე გამოიწვია.

დოლიძე საშუალო წონის რეიტინგის მე-7 ნომერია, მან ბოლოს მარტში იჩხუბა და მარლონ ვეტორისთან წააგო. ქართველს სულ 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც 12 მოიგო და 2-ჯერ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12744