ფეხბურთი

12:23 | 24.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი „ბრაგასთან“ მატჩზე: „ეს შესაძლებლობაა ჯგუფური ეტაპი თავდაჯერებულად გავიაროთ“

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში „ბრაგასთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.

„ორი გამარჯვების შემდეგ კარგი იქნება, კვლავ მოვიგოთ. ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელიც კარგად თამაშობს, რომელსაც უყვარს თავდასხმა და სიტუაციის კონტროლი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცვა, რადგან იქ შეგვიძლია ვისარგებლოთ ინდივიდუალური თვისებებით.

მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, რომლებიც ძალიან კარგად უტევენ და ბოლო მატჩებში ბევრი გოლი გაიტანეს. დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს კარგი შესაძლებლობაა ჯგუფური ეტაპი თავდაჯერებულად გავიაროთ.

შესაძლებელია როტაციები? უნდა შევაფასო ზოგიერთი ფეხბურთელის მდგომარეობა, განსაკუთრებით მათი, ვინც ტრავმისგან დაბრუნდა, მაგალითად, ალაბა და მენდი. ნაჩოც დაბრუნდა." - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს „რეალის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

ორი ტურის შემდეგ „რეალი“ C ჯგუფში ექვსი ქულით პირველ ადგილზეა, სამქულიანი „ნაპოლი“ მეორეზე. ასევე სამი ქულა აქვს „ბრაგას,“ რომელიც მესამე საფეხურზე დგას, უქულო „უნიონი“ კი მეოთხეზეა.

„ბრაგა“ – „რეალის“ მატჩი დღეს, 24 ოქტომბერს გაიმართება ბრაგაში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.126916