„ბაიერნის“ მცველმა, მატეის დე ლიხტმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში „გალათასარაითან“ მატჩის წინ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„რთული თამაში იქნება. „გალათასარაი“ ყოველთვის „მთელი სტადიონით“ თამაშობს, მათ უკან გულშემატკივრების დიდი არმიაა. აქვთ გამოცდილება, ჰყავთ ბევრი კარგი ფეხბურთელი, რომლებიც უძლიერეს ლიგებში თამაშობდნენ.
ძალიან მძიმე თამაშს ველი. მოვემზადებით, როგორც შეგვიძლია და ვნახოთ, რა მოხდება.“ - ციტირებს დე ლიხტის სიტყვებს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
გუნდების შეხვედრა დღეს, 24 ოქტომბერს, სტამბოლის „რამს პარკის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ორი ტურის შემდეგ „ბაიერნი“ A ჯგუფში ექვსი ქულით პირველ ადგილზეა, 4-ქულიანი „გალათასარაი“ კი - მეორეზე.